დავუთოღლუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Сергей Кузнецов / გადასვლა მედიაბანკშიაჰმეთ დავუთოღლუ
აჰმეთ დავუთოღლუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთთან კრიზისი გადაილახება, მაგრამ თუ თურქეთი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პრემიერ–მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში თურქული მხარე რუსეთს სანქციებს დაუწესებს, —  იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„თურქეთი ის ქვეყანა არ არის, რომლისთვისაც ამგვარი მეთოდებით პრობლემების შექმნაა შესაძლებელი. თუ საჭიროდ მივიჩნევთ, საპასუხო სანქციებს დავაწესებთ. ეს საკითხი უკვე განვიხილეთ მთავრობის სხდომაზე. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთთან კრიზისი გადაილახება და ამგვარი ზომების გატარება არ მოგვიწევს“, — განაცხადა დავუთოღლუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 


ყველა ახალი ამბავი
0