საქართველო და გერმანია მეგობრობის წლისთავს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირისა და გერმანიის დროშები
ევროკავშირისა და გერმანიის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის 7 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის იუბილის აღნიშვნის საკითხთან დაკავშირებით ქართულ-გერმანული საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 2017 წელს აღინიშნება საქართველოში გერმანული დასახლებების 200 წლისთავი, ასევე საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ორშაბათს, 7 დეკემბერს. 

„2015 წლის 7 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნის საკითხთან დაკავშირებით ქართულ-გერმანული საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს აღინიშნება საქართველოში გერმანული დასახლებების 200 წლისთავი, ასევე საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი“ — ნათქვამია შეტყობინებაში. 

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს ის უწყებები და კულტურული ინსტიტუტები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად აღსანიშნავი ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ასევე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოში მოღვაწე გერმანული  ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.

 შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები, რომელთა განხორციელება 2017 წელს უზრუნველყოფს ქართულ-გერმანული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმას.

 

ყველა ახალი ამბავი
0