თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ორშაბათს, მსოფლიო ფასები ნავთობზე, ვაჭრობის მონაცემებით, ნეგატიურად რეაგირებდა OPEC-ის პარასკევის სხდომის გადაწყვეტილებაზე, არ შეეცვალა ნავთობის მოპოვების არსებული ქვოტა. OPEC-მა პარასკევის სხდომაზე გადაწყვიტა შემდეგ შეხვედრამდე გადაედო ოფიციალური გადაწყვეტილება ქვოტების შეცვლაზე, მანამ, სანამ არ გაირკვევა სიტუაცია ბაზარზე, ასე ახსნა შექმნილი მდგომარეობა ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა აბდალა ალ-ბადრიმ.
18:06 (მოსკ.დროით) საათის მონაცემებით, Brent მარკის ჩრდილოამერიკულ ნავთონის ნარევზე იანვრის ფიუჩერსების ღირებულებამ დაიწია 3,22%-ით — 41,62 დოლარამდე ბარელზე. 42 დოლარზე ნაკლები ღირებულება ბარელ ნავთობზე არ ყოფილა 2009 წლის 24 თებერვლის შემდეგ. WTI მარკის ნავთობის ფასი დაეცა 3,95%-ით - ბარელზე 38,41 დოლარამდე.
ამასთან Brent მარკის დღიურმა მინიმუმმა ორშაბათის ვაჭრობაზე ბარელზე 41,60 დოლარი შეადგინა, ხოლო WTI მარკის ნავთობზე 38,31 დოლარი ბარელზე.