სომხეთის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები

© photo: Sputnik / Виктор Чернов / გადასვლა მედიაბანკშიИзделия из белого золота с бриллиантами
Изделия из белого золота с бриллиантами - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის მოქალაქეს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 9812,14 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 5 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ორშაბათს, 7 დეკემბერს. 

„თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ლ.კ., რომელსაც, ეჭვის საფუძველზე ფიზიკური  დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 9812,14 ლარის ოდენობით.


ყველა ახალი ამბავი
0