თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. პეკინში ჰაერის დაბინძურების გამო ორშაბათს ეკოლოგიური საფრთხის უმაღლესი – „წითელი“ დონე გამოცხადდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.
ქალაქის ხელისუფლებამ საფრთხის დონე „ნარინჯისფრიდან“ „წითლამდე“ პირველად გაზარდა.
ეს მდგომარეობა, სავარაუდოდ, სამშაბათს დილიდან ხუთშაბათს შუაღამემდე გაგრძელდება.
პეკინის ხელისუფლებამ ეკოლოგიური საფრთხის „ნარინჯისფერი“ დონე 29 ნოემბერს სმოგთან დაკავშირებით შემოიღო. ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაბინძურების ძლიერი დონე ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში კიდევ 10 ქალაქში დაფიქსირდა. ასევე, კიდევ 21 ქალაქში, მათ შორის პეკინსა და ტიანცზინში დაბინძურების დონე „ძლიერამდე“ გაიზარდა. ქალაქის ხელისუფლებამ ეკოლოგიური ვითარების მდგომარეობის გამო სამშაბათს 2 ათასზე მეტ საწარმოს მუშაობის შეჩერება უბრძანა.