თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. რეფერენდუმში, რომელიც სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატან შესწორებებს, აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, რომელმაც ყველა – 1997 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა დაასრულა, იუწყება „სპუტნიკ. სომხეთი“.
„საკონსტიტუციო რეფორმებს მხარი დაუჭირა 825622 ადამიანმა (რეფერენდუმის მონაწილეთა 63,35%–მა, ანუ ამომრჩეველთა სიაში შეყვანილთა 32,17%–მა), ხოლო წინააღმდეგია 421593 ადამიანი (მონაწილეთა 32,35%, ანუ სიაში შეყვანილთა 16,42%–მა).
კენჭისყრაში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებული იყო 2 მლნ 550 ათას 323 მოაქალაქე. აქედან რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 1 მლნ 296 ათას 368 ამომრჩეველმა, ანუ სიით აღრიცხული მოქალაქეების 50,51%–მა.
მთავარი შესწორება კონსტიტუციაში მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადასვლასა და პარლამენტში არჩევნების მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმას გულისხმობს (არჩევნებში მონაწილოება მხოლოდ პარტიებს შეეძლებათ).
ოპოზიცია გუშინ, გვიან ღამემდე, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავდა. ისინი არ ცნობენ რეფერენდუმის შედეგებს. მათ განაცხადეს, რომ მიტინგი ორშაბათს, 16:00 საათზე გაგრძელდება.