სააკაშვილმა უკრაინის მთავარი კორუფციონერები დაასახელა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის გუბერნატორმა კორუფციონერთა შორის ოლიგარქები: რინატ ახმეტოვი, იგორ კოლომოისკი და დმიტრი ფირტაში, დეპუტატები: ნიკოლაი მარტინენკო და ანდრეი ივანჩუკი დაასახელა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო საწარმოებში კორუფციული სქემების მოქმედების გამო უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკარგები დაახლოებით 5 მლრდ დოლარს შეადგენს, — იუწყება უკრაინული გამოცემა "Новое время" ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე დაყრდნობით. 

„სახელმწიფოს მიერ მხოლოდ გარკვეული ოლიგარქიული ჯგუფისგან მიუღებელი შემოსავლების მოცულობა წელიწადში დაახლოებით 5 მლრდ დოლარს შეადგენს“, — ციტირებს გამოცემა სააკაშვილის სიტყვებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორმა კორუფციონერთა შორის ოლიგარქები: რინატ ახმეტოვი, იგორ კოლომოისკი და დმიტრი ფირტაში,  დეპუტატები: ნიკოლაი მარტინენკო და  ანდრეი ივანჩუკი დაასახელა. ეს უკანასკნელები პრემიერ არსენი იაცენიუკის პარტიის, „სახალხო ფრონტის“ წევრები არიან. 

ყველა ახალი ამბავი
0