თეთრი სახლი: დღეს ობამა ამერიკელ ერს სიტყვით მიმართავს

© photo: Sputnik / Stringerთეთრი სახლი
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის პრეზიდენტს განზრახული აქვს, „ხაზგასმით დაადასტუროს მტკიცე რწმენა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ განადგურდება, და რომ შეერთებული შტატები საკუთარ ღირებულებებს ურყევად უნდა ერთგულებდეს — მართლმსაჯულებას, თანასწორობასა და თავისუფლებას.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კვირას ამერიკელ ერს ქვეყნის უსაფრთხოების თაობაზე სიტყვით მიმართავს, იუწყება თეთრი სახლი.  

„კვირას პრეზიდენტი ობამა ამერიკელ ერს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართავს იმ ნაბიჯების თაობაზე, რომლებსაც მთავრობა უმთავრესი პრიორიტეტის — ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების გამო დგამს“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პრეზიდენტი გაახმოვანებს ახალ ინფორმაციას ქალაქ სან–ბერნარდინოში მომხდარი ტრაგიკული თავდასხმის გამოძიების თაობაზე“. იგი „განიხილავს ტერორიზმის საფრთხეს უფრო ფართო გაგებით, ისაუბრებს მის ბუნებაზე, თუ საიდან ჩნდება და როგორ უნდა აღმოიფხვრას იგი“.   

განცხადების თანახმად, აშშ–ის პრეზიდენტს განზრახული აქვს, „ხაზგასმით დაადასტუროს მტკიცე რწმენა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ განადგურდება, და რომ შეერთებული შტატები ურყევად უნდა ერთგულებდეს საკუთარ ღირებულებებს— მართლმსაჯულებას, თანასწორობასა და თავისუფლებას, რათა დაამარცხოს ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც საკუთარი დამანგრეველი იდეოლოგიის გასატარებლად ძალმომრეობას მიმართავენ“. 

შეგახსენებთ: გასულ ოთხშაბათს სან–ბერნარდინოში ორმა ტერორისტმა 14 ადამიანი მოკლა და 21 დაჭრა. თავდამსხმელები ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები. 


ყველა ახალი ამბავი
0