თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. მაჩეტეთი შეიარაღებული მამაკაცი ლონდონის მეტროში ხალხს დაესხა თავს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, სამი ადამიანი დაშავდა, აქედან ერთი — მძიმედ.
როგორც გაზეთი Telegraph იუწყება, ინციდენტი სადგურ ლეითონსთოუნზე (Leytonstone) მოხდა. ზოგი ინფორმაციით, თავდასხმის წინ მამაკაცი ყვიროდა ფრაზას „ეს სირიისთვის!“
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. „ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე არკვევენ ვითარებას. ცნობილია, რომ ერთი ადამიანი სერიოზულადაა დაჭრილი. ველოდებით ინფორმაციას სხვა დაშავებულების შესახებ“, — განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
დიდი ბრიტანეთის პოლიცია თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს.