თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ერაყის პრეზიდენტმა ფუად მასუმმა თურქეთის ხელისუფლებას მოსთოვა, გაიყვანოს საკუთარი ჯარები ქვეყნიდან, რათა თავიდან აიცილონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესება და მოუწოდა, აღარ გაიმეოროს მსგავსი შეცდომა, — ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სააგენტო Sputnik–მა მოიპოვა.
ერაყის ხელისუფლების მონაცემებით, პარასკევს თურქეთის სატანკო ბატალიონი ერაყის პროვინცია ნაინავაში შევიდა ქურთული სახალხო რაზმების მომზადების საბაბით. ერაყის დიპლომატიური უწყება თურქი ჯარისკაცების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ თურქული არმიის ერაყში ყოფნა „მტრული ნაბიჯია“.
მასუმი თურქული შეიარაღებული ძალების ქმედებას საერთაშორისო სამართლისა და კანონების, და ასევე ერაყის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს.
„მოვუწოდებთ თურქეთის პასუხისმგებელ ხეისუფლებას, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ერაყის ტერიტორიიდან და ვაფრთხილებთ მათ მსგავსი ინციდენტების განმეორებით დაუშვებლობისთაობაზე, რომლებიც აუარესებენ ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობას და ამძაფრებს ვიტარებას რეგიონში“, — ნათქვამია ფუად მასუმის განცხადებაში.
ამასთან, პრეზიდენტმა ერაყის მთავრობასა და სამინისტროებს, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, უბრძანა აუცილებელი ღონისძიებების გატარება ერაყის დამოუკიდებლობისა და თურქეთთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად.