თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, „თურქული ნაკადის“ პროექტთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები თურქული მხარის ინიციატივით, რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვამდე შეჩერდა.
პროქტი „თურქული ნაკადი“ შავი ზღვის გავლით რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით 63 მილიარდი კუბამეტრი სიმძლავრის გაზსადენი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პროექტის განხორციელების შესახებ ქვეყნები 2014 წლის 1 დეკემბერს ანკარაში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ, თუმცა, მთავრობათშორისი შეთანხმება ხელმოწერილი არ იქნა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, მთავრობათაშორისი მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის „თურქულ ნაკადთან“ დაკავშირებით შეჩერებულია.
„ჯერჯერობით კონტურები იმისა, რომ რუსეთ-თურქეთს შორის წარმოქმნილი პრობლემები მსგავს პროექტებზე აისახება, არ ჩანს“, — განაცხადა ერდოღანმა სტამბულში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას.
მისი სიტყვებით, „თურქული ნაკადმა“ რაღაც პერიოდით უკან გადაიწია და „ ბოლო მოვლენების ფონზე შექმნილი ნეგატიური სიტუაცია მასზე გავლენას არ იქონიებს“.
რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა F-16-მა სირიაში რუსული Су-24 ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ამ ფაქტს ტერორისტების თანამზრახველებისგან „ზურგში დარტყმა“ უწოდა.
„გაზპრომის“ მეთაურის ალექსეი მილერის განცხადებით, თუ თურქეთს „თურქული ნაკადი“ ჭირდება, მაშინ მოლაპარაკებებისათვის რუსეთის ფედერაციას უნდა მიმართოს, თუმცა, მსგავსი მომართვა ამ დრომდე არ ყოფილა.