მედია: კალიფორნიაში გასროლა დაიშის ტერორისტებმა განახორციელეს

© photo: Sputnik / Natalia Seleverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საიედ რიზვან ფარუკმა და მისმა მეუღლემ, თაშმირ მალიკმა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ორი ავტომატითა და ცეცხლსასროლი იარაღით, სან-ბერნარდინოში 14 ადამიანი მოკლეს და 21 დაჭრეს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნანდინოში მომხდარი გასროლა, სავარაუდოდ, დაიშის ორმა ტერორისტმა განახორციელა, რის შედეგადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

საიედ რიზვან ფარუკმა და მისმა მეუღლე თაშმირ მალიკმა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ორი ავტომატითა და ცეცხლსასროლი იარაღით, სან-ბერნარდინოში 14 ადამიანი მოკლეს და 21 დაჭრეს. ორივე მათგანის ლიკვიდაცია პოლიციამ შემთხვევიდან ერთი საათის შემდეგ შეძლო.

კალიფორნიის შტატში მომხდარ ინციდენტს ფედერალურმა ბიურომ ტერაქტის კვალიციკაცია მიანიჭა.


ყველა ახალი ამბავი
0