თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სეულის ცენტრში გამართულ აქციაზე დაახლოებით 40 ათასი ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, პაკ კინ ხეს გადადგომას მოითხოვენ.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, აქციაში კორეის კონფედერაციის პროფკავშირების, ფედერაციის ფერმერთა ასოციაციისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ქალაქში წესრიგს სამართალდამცავი სტრუქტურების 15 ათასი თანამშრომელი იცავს.
საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი ხელისუფლების მიერ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ გამოიწვია.
ანტისახელისუფლებო დემონსტრაცია ამ თვეში მეორედ იმართება. პირველად ფართომასშტაბიანი აქცია სეულში 14 ნოემბერს ჩატარდა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მაშინ დემონსტრაციაში 60 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.