დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაიშის პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელა

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დიდი ბრიტანეთი, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, 2014 წლიდან აწარმოებს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ (დაიში რუსეთში აკრძალულია) პოზიციებზე იერიშის მიტანის მეორე სერია დაიწყო, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ Би-би-си-ზე დაყრდნობით. 

„ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები დაიშის პოზიციებზე ავიადარტყმების განსახორციელებლად მოქმედებაში მოვიდნენ. ეს ავიადარტყმების მეორე სერია იქნება იმ მომენტიდან, რაც პარლამენტმა ავიადარტყმების განხორციელების გადაწყვეტილება დაამტკიცა“, — აღნიშნავს ტელეკომპანია.

ვითარება სირიაში - Sputnik საქართველო
გერმანია ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან არ ითანამშრომლებს

ოთხშაბათს, 2 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ოპერაციაში მოქმედების შესახებ გადაწყვეტილება. 3 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა დაიშის პოზიციებზე პირველი ავიადარტყმები მიიტანეს. ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დიდი ბრიტანეთი, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, 2014 წლიდან აწარმოებს.


ყველა ახალი ამბავი
0