სააკაშვილი: ვერავინ წამართმევს სამშობლოს სიყვარულს

© photo: Sputnik / Денис Петров / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ხელისუფლება ვერ მოახერხებს წამართვას ნაციონალური კუთვნილება და ვერავინ მაიძულებს უარი ვთქვა ქვეყნის სიყვარულზე“, - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევისა, მას ვერავინ წაართმევს ნაციონალურ კუთვნილებასა და სამშობლოს სიყვარულს, იუწყება ქართული მედია.

პარასკევს, 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებას მოაწერა ხელი. ამის საფუძველზე საქართველოს ექს-პრეზიდენტი პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ვერ იქნება.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
შოთაძე: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მის ექსტრადირებას არ გამორიცხავს

„მე თავიდანვე მითხრეს, რომ დამაპატიმრებდნენ. ამის ფონზე მე იძულებული გავხდი ქვეყანა დამეტოვებინა. ამ დროს მე უკრაინაში წავედი, სადაც იგივე ბრძოლა მიდიოდა, რაც საქართველოში… მათ (საქართველოს ხელისუფლება — რედ.) შეუძლიათ ჩამომართვან მოქალაქეობა, მაგრამ ვერავინ წამართმევს ნაციონალურ კუთვნილებას და ვერავინ მაიძულებს უარი ვთქვა ქვეყნის სიყვარულზე, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და ერთად გავიმარჯვებთ“, — განაცხადა სააკაშვილმა ქართული ტელეარხებით გავრცელებულ მიმართვაში.

სააკაშვილის განმარტებით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატორი მილიარდერი, კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც სურს ამ ფორმით ხელი შეუშალოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც გიორგი მარგველაშვილი თავისუ უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.


ყველა ახალი ამბავი
0