მედია: თვითმკვლელმა-ტერორისტმა საკუთარ სახლში ხელყუმბარა ააფეთქა

© photo: Sputnik / Юрий Стрелец / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქება
აფეთქება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა, როდესაც ტერორისტის სახლში სამხედროები შევარდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა თავად ტერორისტი და მისი ოჯახის წევრები.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თვითმკვლელმა-ტერორისტმა ლიბანში, საკუთარ სახლში ხელყუმბარა ააფეთქა, რამაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაშავებულებიც, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Daily Star-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა, როდესაც ტერორისტის სახლში სამხედროები შევარდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა თავად ტერორისტი და მისი ოჯახის წევრები. 

როგორც ლიბანის ნაციონალური სააგენტო NNA იუწყება, შემთხვევა ქალაქ დეირ ამარში მოხდა.  

მანამდე, 12 ნოემბერს ბეირუთის სამხრეთ ნაწილში, ხალხმრავალ ადგილას თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ორი ტერაქტი მოაწყვეს, რის შედეგადაც 43 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 239-მა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.


ყველა ახალი ამბავი
0