თბილისი-ერევნის სარეისო მიკროავტობუსი ხევში გადაბრუნდა

© photo: Sputnik / Д. Чернов / გადასვლა მედიაბანკშიНа снеголавинной станции МГУ на Эльбрусе
На снеголавинной станции МГУ на Эльбрусе - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანქანა სამი მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. ყველა მგზავრი ცოცხალია და უკვე ერევანში არიან გადაყვანილნი. ორი მგზავრი დაშავდა, თუმცა კიროვაკანის საავადმყოფოში დათვალიერების შემდეგ, ისინიც ერევანში გადაიყვანეს.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისი-ერევნის სარეისო მიკროავტობუსი გადაბრუნდა დღეს მაგისტრალის ბანაძორ-ალავერდის მონაკვეთზე, აცნობა პორტალ   Sputnik-ს ავტობუსის მძღოლმა რამზიკ გევორკიანმა. 

ორი მგზავრი დაშავდა. მძღოლის თქმით, ავტომანქანის გადაბრუნების ძირითადი მიზეზი მოყინული ტრასა გახდა. 

„მანქანა სამი მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. ყველა მგზავრი ცოცხალია და უკვე ერევანში არიან გადაყვანილნი. ორი მგზავრი დაშავდა, თუმცა კიროვაკანის საავადმყოფოში დათვალიერების შემდეგ, ისინიც ერევანში გადაიყვანეს“, თქვა მან. 

მიკროავტობუსი თბილისიდან 9:00 საათზე გავიდა. მანქანა კერძოა, არ ეკუთვნის რომელიმე კომპანიას და რეგულარულ გადაზიდვებს ახორციელებს თბილისი-ერევანის მიმართულებით. 


ყველა ახალი ამბავი
0