ოლანდი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას საომარ ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოცემული გადაწყვეტილება პარიზსა და ბერლინს შორის არსებულ სოლიდარობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს, მიიჩნევს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საომარ ოპერაციებში გერმანელი სამხედროების მონაწილეობის შესახებ, ნათქვამია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პარასკევს ბუნდესტაგი დაეთანხმა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. მისია, სავარაუდოდ, 2016 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 134 მლნ ევრო იქნება, მანდატი 1,2 ათასი სამხედრო მოსამსახურის ჩართვას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ბუნდესრატმა —  გერმანიის 16 ფედერალური მიწის წარმომადგენლობამ უნდა მიიღოს.

ოლანდის სიტყვებით, მიღებული გადაწყვეტილება პარიზსა და ბერლინს შორის არსებულ სოლიდარობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.


ყველა ახალი ამბავი
0