თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი ვილნიუსსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დათბობის იმედს გამოთქვამს.
„შედეგები (ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები) სახარბიელო არაა და რუსეთში ექსპორტი დაზარალდა. მაგალითად, კალინინგრადის ოლქში ლიტვური რძის პროდუქტები პოპულარობით სარგებლობდნენ, 2015 წელს კი მისი მიწოდება 25%-ით შემცირდა. სხვა მხრივ რომ შევხედოთ, პროდუქტების მხოლოდ 4% იყო წარმოებული ლიტვაში, დანარჩენი — რეექსპორტირებულია. რა თქმა უნდა, ეს დიდი დარტყმაა ჩვენი სატრანსპორტო ინდუსტრიისთვის“, — განაცხადა ლინკიავიჩუსმა სააგენტო „სპუტნიკთან“.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში რუსეთსა და ლიტვას შორის ურთიერთობები აღდგება. „ ჩვენ ვიცით, რომ ეს (სანქციები) რუსეთსაც დიდ დარტყმას აყენებს. თუმცა, არავის აქვს სურვილი, რომ რუსეთი დაზარალდეს. იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენ ნორმალურ ურთიერთობებს დავუბრუნდებით, როგორც პოლიტიკის ისე კულტურის სფეროში, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რაღაც პრინციპებისა და ღირებულებების ხარჯზე. ჩვენი პოზიცია ასეთია“, აღნიშნა მინისტრმა.