საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დიდ ბრიტანეთში ელჩი გახდება

© president.gov.geთამარ ბერუჩაშვილი გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე
თამარ ბერუჩაშვილი გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ბერუჩაშვილი მოვალეობის შესრულებას 2016 წლის 1 მარტიდან შეუდგება.

თბილისი, 4 დეკემბერი  — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა, — იუწყება პარასკევს, 4 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს თამარ ბერუჩაშვიული დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და საგარეო უწყების ხელმძღვანელად გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა.

 „გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თამარ ბერუჩაშვილი მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩს  მის შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თამარ ბერუჩაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას 2016 წლის 1 მარტიდან შეუდგება.

ბერუჩაშვილმა, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ნოემბერში მუშაობა საკონსულტაციო ჯგუფში დაიწყო, რომელიც სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის რეფორმირებისთვის შეიქმნა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0