თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში პროვინცია ჩანაკალაში 2933 არალეგალი მიგრანტი დააპატიმრა, რომლებიც კუნძულ ლესბოსზე გადასვლას ცდილობდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო DHA-ზე დაყრდნობით.
გარდა მისა, დაკავებულია 35 ადამიანი, რომლებიც მიგრანტთა უკანონო გადაყვანასა და ხელშეწყობაში არიან ეჭვმიტანილნი. ოპერაცია ერთდროულად შვიდ რაიონში ჩატარდა.
წლის დასაწყისიდან პროვინცია ჩანაკალაში დაახლოებით 48 ათასი არალეგალი მიგრანტი იქნა დაკავებული. კვირას ევროკავშირმა და თურქეთმა ბრიუსელის სამიტზე მიგრაციასთან ბრძოლის შეთანხმება მოიწონეს, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი თურქეთს 3 მლრდ ევროს გამოუყოფს.
ბოლო მონაცემებით, პირველ ცხრა თვეში ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 1,2 მილიონი მიგრანტი ჩავიდა. ევროკომისიის განცხადებით, დღვანდელი საემიგრაციო კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია.