მეჩეთში მომხდარი ქურდობის საქმე გახსნილია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოპარული კომპიუტერი სამართალდამცავებმა დაკავებულის ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შსს–ს თანამშრომლებმა მეჩეთის გაქურდვაში ეჭვმიტანილი დააკავეს, იუწყება პარასკევს, 4 დეკემბერს შსს–ს პრესსამსახური.

დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ელბრუს ე., რომელიც აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე მეჩეთში შეიპარა და იქიდან პორტატიული კომპიუტერი მოიპარა.

მოპარული კომპიუტერი სამართალდამცავებმა დაკავებულის ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. საქმის გამოძიება საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 

ყველა ახალი ამბავი
0