თავდაცვის სამინისტრო: კორუფციის აღმოფხვრის კუთხით სერიოზული პროგრესია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის მოადგილის თქმით, წარმატებული ცვლილებები განხორციელდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, პარლამენტთან, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობისა და სხვა სფეროებში.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თავდაცვის სფეროში კორუფციულ გარემოსთან ბრძოლის  კუთხით  საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა და მაღალი დონის კორუფციული რისკის ჯგუფიდან (D-) საშუალო რისკის (C) ჯგუფში გადაინაცვლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, — იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

„C ჯგუფში საქართველოსთან ერთად ისეთი ქვეყნები არიან, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, პოლონეთი და სხვა.  ადამიანურ რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით  საქართველოს ლიდერის პოზიცია უკავია“, — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.     

მანამდე, 2013 წელს საქართველო მაღალი კორუფციული რისკების ჯგუფის ქვედა ნაწილში (D-) ისეთი ქვეყნების გვერდით მოხვდა, როგორებიცაა: ბანგლადეში, ბელარუსი, რუსეთი, განა, რუანდა, ჩინეთი და ა.შ.

ქართული არმია - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხზე

ბესიკ ლოლაძის განცხადებით, ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლა  თავდაცვის სფეროში მიმდინარე წარმატებულმა რეფორმებმა განაპირობა, რომლებიც ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთის“ ექსპერტებთან კონსულტაციებით ჩატარდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, წარმატებული ცვლილებები განხორციელდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, პარლამენტთან, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობისა და სხვა სფეროებში. 

მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომავალშიც დაუთმობს ყურადღებას 2015 წლის ანგარიშში ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს და განაგრძობს რეფორმების კურსს.   


ყველა ახალი ამბავი
0