ბერლინის ცენტრში ასობით ადამიანმა ანტისაომარი პლაკატებითა და ფროშებით გერმანიის სირიულ კონფლიქტში ჩარევის წინააღმდეგ მიტინგი გამართა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია ბრანდენბურგის ჭიშკართან ახლოს.
ანტისამხედრო მიტინგზე მონაწილეები მივიდნენ პლაკატებით "არა ბუნდესვერის სირიის ომში მონაწილეობას", "შეაჩერეთ ბუნდესვერის მისია სირიაში", "სირია, ავღანეთი, ერაყი, იემენი – შეაჩერეთ სამხედრო ტერორი", "მოეშვით სირიას, არა ომს სირიაში", "ბუნდესვერი სირიაში? არა, გმადლობთ!".
აქციაში მონაწილეობა მიიღო ბუნდესთაგის დეპუტატმა, "მემარცხენეთა" ფრაქციის მეთაურმა სარა ვაჰენკნეხტმა, რომელიც გერმანიის მთავრობის მიერ ბუნდესვერის მისიის ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად წარგზავნის გადაწყვეტილების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, იუწყება გერმანული გამოცემა Die Welt.
პოლიტიკოსის აზრით, ტერორისტების წინააღმდეგ ფრანგულ სამხედრო ოპერაციაში გერმანიის მონაწილეობა, რაც ერთად–ერთ სტრატეგიად არ შემუშავებულა ვენაში გამართულ კონფერენციაზე სირიის საკითხებთან დაკავშირებით, "სრული სიგიჟეა" და შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის გამომწვევიც გახდეს.
4 დეკემბერს ბუნდესთაგში, რომელიც ბრანდენბურგის ჭიშკრიდან რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზეა, გაგრძელდება სირიაში დაჯგუფება დაიშის წინააღმდეგ გერმანიის სამხედრო კოალიციაში მონაწილეობს საკითხის განხილვა. გერმანიის მთავრობის მიერ შეთავაზებული სამხედრო მანდატი ითვალისწინებს, რომ ბუნდესვერის მისია სირიაში 2016 წლის 31 დკემბრამდე გაგრძელდეს, მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 1200 სამხედრო მოსამსახურე, ღირებულება კი 134 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა სადაზვერვო თვითმფრინავისა Tornado, საწვავის ჩამსხმელი და უპილოტო თვითმფრინავებისა, გერმანია აპირებს წარგზავნოს გერმანული ფრეგატი ხმელთაშუა ზღვაში, რათა მხარი დაუჭიროს ფრანგულ ავიამზიდ "შარლ დე გოლს".