„ეროვნული იმპერატივი“ და ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია

© რ. შაიშმელაშვილი"ეროვნული იმპერატივის" ლოგო
ეროვნული იმპერატივის ლოგო - Sputnik საქართველო
გამოწერა

   რუსუდან შაიშმელაშვილი

 მეორე წელია, თბილისში საფუძველი ჩაეყარა ღონისძიებას „დღე როდესაც ვერ მოჰკლეს ილია“. პროექტი ძალიან მასშტაბურია და არაერთ ღონისძიებას მოიცავს. ამ ყველაფრის უკან დგას რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“.  მოკლე ხანში, ორგანიზაციამ დიდ  წარმატებას მიაღწია და ბევრი მნიშვნელოვანი საქმე განახორციელა. გთავაზობთ ინტერვიუს ორგანიზაციის დამფუძნებელთან, ბატონ გიორგი სავანელთან. 

 — როგორ გაგიჩნდათ ორგანიზაციის შექმნის იდეა?

 — დავიწყებ იქიდან, რომ პროფესიით თეატრის რეჟისორი გახლავართ. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თავისუფალ თეტრში, თეატრალურ სარდაფსა და სხვა თეატრებში ვიმუშავე. იმ წლებში შევიძინე რამდენიმე კარგი მეგობარი, რომლებიც დღეს ჩვენი ორგანიზაციის წამყვანი წევრები არიან. დავიწყეთ საქართველოს რეგიონებში გასტროლები. ვთანამშრომლობდი კინოკომპანია „კადრი 21“- თან. მათი ეგიდით, საქართველოს რეგიონებზე გავაკეთეთ არაერთი დოკუმენტური ფილმი. მოვიარეთ სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი. ვერც კი წარმოიდგენთ, რაც იქ ვნახეთ. აბსოლუტურად შემაძრწუნებული მდგომარეობა დაგვხვდა კულტურული თუ სოციალური თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდა მთავარი მოტივაცია, შეგვექმნა ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც შევძლებდით რეგიონებში მოსახლეობის დახმარებას. ჩვენი პრიორიტეტია დევნილი ბავშვები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება

- რამდენადაც ვიცი, თქვენი ორგანიზაცია ბევრჯერ დაეხმარა წეროვანსა და კოდაში მცხოვრებ ბავშვებს. კიდევ აპირებთ ასეთ ჰუმანიტარულ გასვლებს?

- თუ შევძელით, გვინდა ერთწლიანი პროექტი განვახორციელოთ კოდაში და წეროვანში. მათთან, ღონისძიებებზე,  წილკნის და ფრეზეთის დასახლებების ბავშვებსაც ჩავიყვანთ. 

- ფინანსურად ვინ გეხმარებათ პროექტების განხორციელებაში? 

- როგორ გითხრათ. მაგალითად, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მერიამ, ხალხის გადასაყვანად, ავტოტრანსპორტი გამოგვიყო, საკრებულოც დაგვხმარებია ღონისძიებების განხორციელებაში. წელს, საპატრიარქო და „დავითიანი“ რომ არ შეგვხიდებოდნენ, ილია მართლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც ვერ ჩავატარედბდით. მერიის კულტურის სამსახურმა დეკორაციის და კოსტუმების თანხა გამოგვიყო. როგორ გითხრათ, ცოტათი ყველა გვეხმარება და, ცხადია, ამისთვის მადლობლები ვართ.

- დეკორაცია და კოსტუმები ახსენეთ და რა სპექტაკლზეა საუბარი?

- 1986 წლის მერე, როდესაც თემურ ჩხეიძემ „ასი წლის წინ“ დადგა,  თეატრში ილია არავის გახსენებია. იქაც, თუ გახსოვთ, ილია ეპიზოდურადაა. მეგობრებმა გადავწყვიტეთ მონო-სპექტაკლების გაკეთება, მაგრამ რეპეტიციების დროს სპექტაკლმა მასშტაბური სახე მიიღო და დღეს უკვე გვაქვს, დოკუმენტურ მასალებზე აგებული, ორმოქმედებიანი სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდებს მოიცავს.

- ორ წელიწადში მართლაც ბევრი პროექტი განახორციელეთ.  ვფიქრობ, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ილია ჭავჭავაძის ფონდია… 

- გეთანხმებით. არაერთხელ გადავამოწმეთ, სადმე მსგავსი რამ თუ არსებობდა. ფონდი წელს, ნოემბერში დავარეგისტრირეთ. ფონდი, უწინარესად, ილიას სახელის პოპულარიზაციაზე იქნება ორიენტირებული. გვინდა გაისიდან დავაფინასოთ თუნდაც ერთი სტუდენტის  სწავლა. გადაწყვეტილი გვაქვს, ხელი შევუწყოთ რეგიონების მოსახლეობის თბილისში,  კულტურულ ღონისძიებებზე ჩამოყვანას. ვფიქრობთ, თბილისში ვნახოთ პატარა, ლამაზი სკვერი, სადაც გავაკეთებთ ღია ამფთეატრს და ყველა ხელოვანს ექნება მხატვრული თუ ლიტერატურული საღამოების გამართვის შესაძლებლობა. ღია ცის ქვეშ ვაპირებთ  ბიბლიოთეკის გაკეთებას. ნებისმიერ ადამიანს შეეძლება წიგნის უფასოდ წაკითხვა. და ბოლოს, კიდევ ერთი — რაც ყველაზე უფრო საამაყო და მნიშვნელოვანი ჩვენთვის: 2016 წლის 12 სექტემბერს, ილია მართლის მკვლელობის დღეს, გავცემთ მისი სახელობის პრემიას. კრიტერიუმი საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილი იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0