მოგერინი: ევროკავშირი შეშფოთებულია გადაუჭრელი კონფლიქტებით

© facebook.com/GaribashviliOfficialფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურმა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს კეთილსინდისიერი მუშაობისკენ მოუწოდა, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება ეუთოს პრინციპების დაცვით იქნას მიღებული.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი შეშფოთებულია დნესტრისპირეთში, მთიან ყარაბაღსა და საქართველოში არსებული კონფლიქტებით და მზადაა, კვლავაც მიიღოს მონაწილეობა მათი გადაჭრის პროცესში, — განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიაკ მოგერინიმ. 

„ევროკავშირი შეშფოთებულია დნესტრისპირეთთან დაკავშირებული კონფლიქტის მოგვარების ძალზე ნელი პროგრესით, მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ზრდითა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე დარღვევებით. ამ კონფლიქტების დროში გაწელვიდან ვერავინ მიიღებს სარგებელს“, — განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე. 

ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურმა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს კეთილსინდისიერი მუშაობისკენ მოუწოდა, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება ეუთოს პრინციპების დაცვით იქნას მიღებული. 

„ევროკავშირი იტოვებს ვალდებულებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს დარეგულირების პროცესში“, — აღნიშნა დიპლომატმა.  

ყველა ახალი ამბავი
0