იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს სააკაშვილთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხია დაყენებული. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მიიღოს.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამ ეტაპზე ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა.

ოქტომბრის თვეში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უწყება ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩაორთმევის პროცედურას იწყებს, რომელიც უკრაინის მოქალაქე გახდა და შემდეგ ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

"ჩვენ დღეს, 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გადავაგზავნეთ იუსტიციის სამინისტროდან დასკვნა, რომელშიც შეთავაზებულია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, აწ უკვე უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა. საბოლოო გადაწყვეტილება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტმა, თუკი ის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს დასკვნას დაეთანხმება”, — განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საკუთარი პოზიციის გამოსახატავად მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით ერთთვიანი ვადა მისცა.

"საკუთარი პოზიციის გამოსახატავად ჩვენ ოდესის გუბერნატორს ერთთვიანი ვადა მივეცით, როგორც ამას ითვალისწინებს პროცედურა ნებისმიერი სხვა მოქალაქის შემთხვევაში. მას წერილი ჩაბარდა 3 ნოემბერს, თუმცა პასუხი არ გაუცია", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება ამ ადამიანისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების უპირობო საფუძველია.

 


ყველა ახალი ამბავი
0