თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი თემაზე: „კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი მომავალი: საერთო ისტორია და თანამედროვეობა. ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსის შედეგები“ პარასკევს, 4 დეკემბერს 14:00 საათზე რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართება.
სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის შემდეგ ევრაზიული ინტეგრაციის თემამ ინტერესი ქართველ ექსპერტთა საზოგადოებაშიც გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საერთო ეროვნული კონსენსუსი არ არსებობს, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობების განვითარებას ბევრი ქართველი პოლიტიკოსი, ასევე ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემხრობა. ვიდეოხიდის მონაწილეები იმსჯელებენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეკონომიკური ინტეგრაციისადმი ქართული დამოკიდებულების განსაკუთრებულობებზე და არსებული უთანხმოებების გადალახვაში საინფორმაციო ფაქტორის როლზე.
ვიდეოხიდის მსვლელობისას ასევე საუბარი იქნება მეხუთე საერთაშორისო კონკურსის – „კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი მომავალი: საერთო ისტორია და თანამედროვეობა“ – გამარჯვებული ახალგაზრდა ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც მალე გაიმართება.
ღონისძიების მონაწილენი მოსკოვიდან:
– რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის პრეზიდენტი, რუსეთის ეროვნულ გაერთიანებათა კონგრესის თავმჯდომარე ვლადიმერ ხომერიკი;
– კონკურსის ერთ–ერთი ორგანიზატორი, მოსკოვის № 1331 სკოლის დირექტორი ანა კერესელიძე–პერესვეტი;
– შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის „საქმიანი კლუბის“ დირექტორი დენის ტიურინი.
ვიდეოხიდის მონაწილენი თბილისიდან:
– საქართველოში ტელეკომპანია „მირის“ განყოფილების უფროსი მიხეილ რობაქიძე;
– გაზეთ „რეზონანსის“ ანალიტიკოსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ვასო კაპანაძე;
– პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია;
– მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის“ პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი;
– გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი.
რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.
ტელეფონები: 224 46 77; 555 90 89 77.