პუტინი სუ–24–ზე: თურქეთს მხოლოდ პომიდვრებს არ ვაკმარებთ, საქმე სანანებელი გაუხდებათ

გამოწერა
რუსეთი არ აპირებს და არც დაიწყებს იარაღის ჟღარუნს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური სათათბიროსადმი ყოველწლიურ მიმართვაში.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება რუსი მფრინავების მკვლელობას მხოლოდ პომიდვრებითა და სამშენებლო კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვებით ვერ დააღწევს თავს. ისინი კიდევ არაერთხელ ინანებენ ჩადენილის გამო, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. 

„ჩვენგან ვერ ეღირსებიან ნერვულ, ისტერიულ, ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის საშიშ რეაქციას… ეს არ მოხდება. ჩვენი ქმედებების საფუძველი, უპირველესად, საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა იქნება“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი „არც აპირებს და არც დაიწყებს იარაღის ჟღარუნს“. 

 „მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ უნამუსო სამხედრო დანაშაულს — ჩვენი ხალხის მკვლელობას — მხოლოდ პომიდვრებით ან სამშენებლო თუ სხვა დარგში დაწესებული შეზღუდვებით დააღწევს თავს, ძალიან ცდება. ჩვენ კიდევ არაერთხელ შევახსენებთ მათ, რაც ჩაიდინეს და ისინი არაერთხელ ინანებენ ჩადენილს. თანაც, ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ“, — განაცხადა პუტინმა.

რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს სირიაში რუსული სუ–24 ჩამოაგდო. რუსეთი 2016 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში თურქეთიდან სხვადასხვა პროდუქტის შეტანას კრძალავს მათ შორისაა ხორცპროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, სხვადასხვა სახის კონსერვები და სხვა. 


ყველა ახალი ამბავი
0