ფიფას ჩინოვნიკებს მილიონობით დოლარის ქრთამის აღება ედებათ ბრალად

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიციურიხი
ციურიხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვეიცარიის პოლიცია ამ დღეებში ციურიხში მიმდინარე ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ჩინოვნიკების დაკავების ახალ სერიას ახორციელებს. დაპატიმრებების ინიციატორია აშშ–ის იუსტიციის სამინისტრო.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. შვეიცარიის ხელისუფლებამ ფიფას ორი ჩინოვნიკი დააკავა, რომელთაც მილიონობით დოლარის ოდენობის ქრთამის აღება ედებათ ბრალად. საქმე ეხება სამხრეთ ამერიკაში საფეხბურთო ტურნირებისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მარკეტინგული უფლებების გაყიდვას. ეს საკითხი აშშ–ის ხელისუფლებამ წამოწია, — იუწყება Р-Спорт შვეიცარიის იუსტიციის ფედერალური ბიუროს (FOJ) ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით. 

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის პოლიცია ამ დღეებში ციურიხში მიმდინარე ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ჩინოვნიკების დაკავების ახალ სერიას ახორციელებს. დაპატიმრებების ინიციატორია აშშ–ის იუსტიციის სამინისტრო.

როგორც ცნობილია, საეჭვო ოპერაციები ამერიკული ბანკების საშუალებით განხორციელდა. 

ჩინოვნიკები აშშ–ში შემდგომი ექსტრადიციისთვის დააკავეს. ხუთშაბათს შვეიცარიის ხელისუფლება ამ პირთა ექსტრადიციის თაობაზე მოსმენებს ჩაატარებს. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულები დაუყოვნებლივ ექსტრადიციას არ დათანხმდებიან, მაშინ FOJ აშშ–ის ხელისუფლებას მიმართავს, ექსტრადიციის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა 40 დღის განმავლობაში წარუდგინონ.

მანამდე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან ჩრდილო და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების კონფედერაციის პრეზიდენტი ალფრედო ხავირი და ფეხბურთის სამხრეთამერიკული კონფედერაციის პრეზიდენტი, ფიფას ვიცე–პრეზიდენტი ხუან ანხელ ნაპოუტი.

ყველა ახალი ამბავი
0