უჩვეულო საახალწლო სათამაშოები - თბილისელები ახალი წლისთვის ემზადებიან

გამოწერა

საქართველოს დედაქალაქში საახალწლო დღესასწაულებისათვის მზადება დაიწყეს — თბილისის ისტორიულ მუზეუმ "ქარვასლაში" პირველი საშობაო ბაზრობა გაიხსნა.

საშობაო ბაზრობის ორგანიზატორებმა თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ხელნაკეთი საახალწლო საჩუქრები წარმოუდგინეს.

ბაზრობაზე შესაძლებელი იყო ორიგინალური საავტორო ნაკეთობების, სუვენირების, სხვადასხვა საახალწლო საჩუქრების შეძენა, ასევე ტრადიციული ქართული ტბილეულისა და, რა თქმა უნდა, ღვინის.

საახალწლო დღესასწაულების წინ ასეთი ბაზრობები საქართველოს დედაქალაქში რეგულარულად მოეწყობა.

ყველა ახალი ამბავი
0