თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა და შვეიცარიული კომპანია SGS საქართველო–რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგზე შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, — განაცხადა ქვეყნის ფინანსთან მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
რუსეთისა და საქართველოს მთავრობებმა შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში მოაწერეს ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, შექმნან მექანიზმი, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემისგან შედგება.
„უმჯობესდება შეთანხმების ვარიანტი, რომელიც გულისხმობს არა საქართველოსა და რუსეთის შეთანხმებას, არამედ შვეიცარიული კომპანიის საქართველოსთან და შვეიცარიული კომპანიის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას“, — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
წინასწარი ინფორმაციით, SGS–თან შეთანხმების დადების შემდეგ ამ საკითხზე ერთობლივი კომიტეტი იმუშავებს. ერთიან კომიტეტში, რომელიც შეხვედრებს ჟენევაში გამართავს, შევლენ საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები. SGS–ის საქმიანობა არა საბაჟო პროცედურები, არამედ რუსეთში შესული და რუსეთიდან გასული ტვირთების შესახებ ინფორმაციის წარდგენა იქნება.
კომპანიამ უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი რუსეთ–საქართველოს საზღვარზე, მათ შორის ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად საზღვრის მონაკვეთებზე –მდინარე ფსოუსა (აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვარი) და როკის გვირაბზე (ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარი).