თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი 1 დეკემბერს ავტოავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, — წერს ქართული მედია.
ავარია დასავლეთ საქართველოში მოხდა. მინისტრის ავტომობილი ტაქსის შეეჯახა, რომლის მძღოლიც ადგილზე გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა და დევნილთა და განსახლების სამინისტროებში ავტოავარიის მიზეზები არ დაუზუსტებიათ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც ადმიანის სიკვდილი მოჰყვა“. მუხლი ოთხიდამ შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.