ლავროვი: მოსკოვს ნატოსთან ბევრი კითხვა დაუგროვდა

გამოწერა
მინისტრს ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვებზე, რომ ის რუსეთი–ნატოს საბჭოს ჩატარების შესაძლებლობის საკითხის შესწავლას აპირებს, დადებითი რეაქცია ჰქონდა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რუსეთს ნატოს მიმართ ბევრი კითხვა დაუგროვდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მინისტრს დადებითი რეაქცია ჰქონდა ნატოს გენერალური მდივნის სიტყვებზე, რომ ის აპირებს შეისწავლოს, რამდენად შესაძლებელია რუსეთი–ნატოს საბჭოს ჩატარება.

„შევიკრიბებით, ვნახავთ, მოვისმენთ, რა აქვთ ალიანსელ კოლეგებს ჩვენთვის სათქმელი“, — განაცხადა ლავროვმა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრ იოანის კასულიდისთან მოლაპარაკებების შემდეგ.

„ნატოსთან ბევრი კითხვა დაგვიგროვდა, მათ შორის შეთანხმებებთან მიმართებით, რომლებიც აშშ–ის მხრიდან ირღვევა, ამიტომ სალაპარაკო თემა გვაქვს“, — აღნიშნა ლავროვმა. 


ყველა ახალი ამბავი
0