თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოს 866 ათას 929 რუსი ვიზიტორი ეწვია. რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6,8 %–ით მეტია, — იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი.
სულ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 5 მლნ 431 ათას 723 სტუმარი ეწვია, რაც გასულ წელთან შედარებით 6,9%–ით მეტია.
ვიზიტორთა შორის ლიდერობს სომხეთი — 1 მლნ 317 ათას 125 სტუმრით. მას მოსდევს თურქეთი — 1 მლნ 291 ათას 649 კაცით და აზერბაიჯანი— 1 მლნ 277 ათას 796 ვიზიტორით.
საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ აღნიშნულ პერიოდში სულ 2 მლნ 123 ათას 514 კაცი შეადგინა, რაც 2%–ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.