თბილისის კინოფესტივალი ფემინიზმის თემას მიუძღვნეს

გამოწერა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მთავარი თემაც 2015 წელს ფემინიზმი და კინოხელოვნებაში ქალის როლია, საქართველოს დედაქალაქში მიმდინარეობს.

კინოფესტივალზე, რომელიც რიგით მე-16 არის, წარმოდგენილია ფილმები ევროპის,  აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.

კინოფესტივალი გაიხსნა ქართველი რეჟისორის, ლევან თუთბერიძის ოსკარის პრეტენდენტი ფილმით „მოირა“, ხოლო დაასრულებს დიტო ცინცაძის სურათი „ბედნიერების ღმერთი“.

კინოფესტივალის პროგრამა შედგება ქართული პანორამისგან, საერთაშორისო კონკურსისგან, ევროპული კინოს ფორუმისგან, სექციებისგან „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“, „კინო სოციალური ცვლილებებისათვის“, ფანგული კოლექციისგან, ასევე სტუდენტი-კინემატოგრაფების ანიმაციებისა და ნამუშევრების ჩვენებისგან. ტრადიციული სექცია „ქვეყანა ფოკუსში“ გამოიყოფა შვეიცარიაში.

კინოფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდება სპეციალური კინოჩვენებები, პიტჩინგები (კინოპროექტების პრეზენტაციები ინვესტორის მოძიების მიზნით), ტრენინგები და მასტერკლასები უცხოელი რეჟისორებისგან. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები: „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო ფილმისათვის და „ვერცხლის პრომეთე“ საუკეთესო რეჟისურისათვის.

კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.


ყველა ახალი ამბავი
0