1 დეკემბრიდან რუსეთმა თურქეთთან საჰაერო ჩარტერული რეისები აკრძალა

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიВид из окна самолета
Вид из окна самолета - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტმა დაავალა ტრანსპორტის სამინისტროს გაამკაცროს უსაფრთხოების ზომები თურქეთთან რეგულარული საჰაერო მემოსვლის დროს.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის 1 დეკემბრიდან, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის ჩარტერულ გადაზიდვებზე აკრძალვა წესდება. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ იმ რეისებისათვის, რომლითაც რუსი ტურისტები თურქეთიდან ბრუნდებიან, ამის სესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. 

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა დადგენილებას, თურქეთის წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური სანქციების შემოღების შესახებ. 

„ტრანსპორტის სამინისტროს დაევალა 2015 წლის 1 დეკემბრიდან შემოიღოს აკრძალვა რუსეთსა და თურქეთს შორის  ჩარტერულ საჰაერო გადაზიდვებზე, თურქეთში მყოფი ტურისტების დასაბრუნებელი სპეციალური რეისების გარდა“, — ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში. 

გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტმა დაავალა ტრანსპორტის სამინისტროს  გაამკაცროს უსაფრთხოების ზომები თურქეთთან რეგულარული საჰაერო მემოსვლის დროს. 


ყველა ახალი ამბავი
0