კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ საფეხბურთო ნაკრებში მოხვდა

© photo: Sputnikფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საანგარიშო ტურის დასკვნით თამაშში კვირკველიამ „სპარტაკის“ წინააღმდეგ მატჩში ანგარიში მეოთხე დამატებით წუთზე გაათანაბრა (2:2).

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის XVII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ნაკრები გამოცემა „სპორტ–ექსპრესმა“ შეადგინა. 

საანგარიშო ტურის დასკვნით თამაშში კვირკველიამ „სპარტაკის“ წინააღმდეგ მატჩში ანგარიში მეოთხე დამატებით წუთზე გაათანაბრა (2:2). ქართველი მცველისთვის ეს ამჟამინდელ სეზონში პირველი გოლია.

კვირკველია „რუბინში“ 2011 წლიდან თამაშობს. ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ გასული ტურის შედეგებით, სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მოხვდა, როდესაც მისმა გუნდმა „კრილია სოვეტოვმა“ გასვლით თამაშში „ცსკას“ ანგარიშით 2:0 მოუგო. 


ყველა ახალი ამბავი
0