თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის ქალაქ კოლობჟეგში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოქსში სამი მედალი მოიპოვა. 17 წლის ნიკოლოზ ბეგაძემ (-91კგ) ფინალში გაიმარჯვა უკრაინის წარმომადგენელთან რობერტ მარტონთან და კონტინენტური პირველობის ოქროს მედალი მოიგო.
ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები გაგიკ პოზოიანმა (-51კგ) და ესკერხან მადიევმა (-64კგ) მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შვიდი სპორტსმენი წარადგენდა.