სტუდენტური თეატრები თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგებიან

© photo: Sputnikაფიშა
აფიშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი „ნიღაბი“ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თეატრალური დასების მიერ დადგმულ სპექტაკლებს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ თეატრალური კოლექტივები საქართველოდან, თურქეთიდან და ლატვიიდან.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მოყვარული სტუდენტური თეატრების თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა „ნიღაბი 2015“ სტარტი 30 ნოემბერს აიღო, — იუწყება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ფესტივალი „ნიღაბი“ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თეატრალური დასების მიერ დადგმულ სპექტაკლებს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ თეატრალური კოლექტივები საქართველოდან, თურქეთიდან და ლატვიიდან. 

„ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად ქართული ხელოვნების პროპაგანდა“, – აღნიშნულია კულტურული ღონისძიებების ცენტრის განცხადებაში.

„ნიღაბი 2015“ 30 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში ჩატარდება.     

ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან მსახიობი ჯემალ ღაღანიძე, რეჟისორი გოგი თოდაძე, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე და სხვები. 

სტუდენტური სამოყვარულო თეატრების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი“ პირველად 2012 წელს ჩატარდა. ტრადიციულად, ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0