პუტინმა საფრანგეთში მცხოვრებ ბარონესას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პასპორტი
რუსეთის პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარონესა ირინა ფონ დრეიერი 1915 წლის 15 დეკემბერს მოსკოვში დაიბადა, 1920 წლის 11 ნოემბერს მან, ოჯახთან ერთად, რუსეთი დატოვა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელ მოაწერა ბრძანებას ემიგრანტ ვლადიმირ ფონ დრეიერის საფრანგეთში მცხოვრები ქალიშვილისთვის — ბარონესა ირინა ფონ დრეიერისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომელსაც დეკემბერში 100 წელი უსრულდება.

შესაბამისი ბრძანება ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ბარონესა 1915 წლის 15 დეკემბერს მოსკოვში, მეფის არმიის გენერალ-მაიორ ვლადიმირ ფონ დრეიერის ოჯახში დაიბადა. ბარონესამ რუსეთი ოჯახთან ერთად 1920 წელს დატოვა. ოჯახი საფრანგეთში დაფუძნდა, სადაც ირინამ შესაბამისი განათლება მიიღო. 1936 წელს გოგონამ  „მისს რუსეთის“ კონკურსზე, რომელიც პარიზში გაიმართა, მეორე ადგილი დაიკავა. ირინა ფონ დრეიერი რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეობაც შეუნარჩუნდება.


ყველა ახალი ამბავი
0