თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. სანამ პარიზში მსოფლიო ლიდერები კლიმატის ცვლილების პრობლემას იხილავენ, პეკინში ჰაერის დაბინძურების დონემ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, იუწყება „რია ნოვოსტი“.
Air Quality-ს მონაცემებით, რომელიც ჩინეთში ჰაერის ხარისხს შეისწავლის, ოეკინში მიკროელემენტების კონცენტრატების დონემ 480 მიკროგრამი შეადგინა, რამდენიმე რაიონში კი — 500.
კვირას, ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ პროვინციის 10 ქალაქში ატმოსფეროს დაბინძურების „მაღლი „ დონე დაფიქსირდა. გარდა ამისა 21 ქალაქში, მათ შორის პეკინსა და ტიანცზიმში ეს დონე „ძლიერ“ ნიშნულამდე აღწევს.
ხელისუფლება მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.