სიდნეიში თურქეთის საელჩოსთან რუსეთის მხარდამჭერი მიტინგი ჩატარდა

გამოწერა

დაახლოებით ასე დემონსტრანტი მივიდა თურქეთის საელჩოს შენობასთან სიდნეიში. ისინი ანკარისგან რუსეთის წინაშე ბომბდამშენი სუ–24–ის ჩამოგდებისათვის ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. იხილეთ ავსტრალიაში რუსეთის მხარდამჭერი მიტინგის ამსახველი კადრები.

რამდენიმე ათეული ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას 29 ნოემბერს სიდნეიში თურქეთის საელჩოს შენობასთან რუსეთის ხმარდამჭერ საპროტესტო აქციაში. დემონსტრანტები ანკარისგან მოსკოვისათვის 24 ნოემბერს ჩამოგდებული ბომბდამშენი სუ–24–ის გამო ბოდიშის მოხდას თხოვდნენ, იუწყება სააგენტო Ruptly.

დემონსტრანტებს ხელში ეჭირად ვლადიმერ პუტინის სურათები და პრორუსული პლაკატები. აქციაში მონაწილეობდნენ ავსტრალიის რუსული, სირიული, ბიბანური, ინდური, სერბული, ბერძნული და სომხური საზოგადოებების წევრები.

ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ–24 ჩამოვარდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი "воздух-воздух" ტიპის რაკეტით თურქულმა გამანადგურებელმა ფ–16–მა სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო და ის თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრის მანძილზე დაეცა. რუსეთის პრეიდენტმა ამ ქმედებას ტერორისტების მხარდაჭერებისაგან "ზურგში დარტყმა" უწოდა. რუსეთის მთავრობა თურქეთის აგრესიაზე საპასუხოდ რიგ ეკონომიკურ შეზღუდვებს ამზადებს დასაწესებლად.

ყველა ახალი ამბავი
0