გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი გუგული მგელაძე

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისამგლოვიარო სანთლები
სამგლოვიარო სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგელაძის ფილმებიდან აღსანიშნავია „ბურთი და მოედანი“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, „ცისკრის ზარები“, „ბაგრატიონი“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ?“, „ძახილი“, „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, „ფესვები“ და სხვა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი გუგული (ყარამან) მგელაძე, — იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

„29 ნოემბერს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე. ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გუგული მგელაძის ოჯახს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო არტისტი გუგული მგელაძე 1928 წლის 12 მაისს თბილისში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო (მ. რომის კლასი), ხოლო 1961 წელს — სარეჟისორო (გ. როშალის კლასი) ფაკულტეტები. 

1951 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი, ხოლო 1961 წლიდან — რეჟისორია. მისი სამსახიობო ნამუშევრებიდან მაყურებლისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია როლები ფილმებში: „გიორგი სააკაძე“, „ახალგაზრდა გვარდია“, „მშვიდობიან დღეებში“, „ორი ოკეანის საიდუმლო“ და სხვა.

მგელაძის ფილმებიდან აღსანიშნავია „ბურთი და მოედანი“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, „ცისკრის ზარები“, „ბაგრატიონი“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ?“, „ძახილი“, „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, „ფესვები“ და სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0