ბრიუსელში მეტრო სრული დატვირთვით ამუშავდა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირაში ტერორისტული საფრთხე ბრიუსელში უმაღლესი, მეოთხე დონიდან მესამემდე შემცირდა. მეტრო მთლიანად დაკეტილი 25 ნოემბრამდე იყო.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ბრიუსელის მეტრომ, რომელიც ბელგიის დედაქალაქში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონის გამო 25 ნოემბრამდე მთლიანად დაკეტილი იყო, ორშაბათს მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მეტროპოლიტენის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გასულ კვირაში ბელგიის ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხე ბრიუსელში უმაღლესი, მეოთხე დონიდან („სერიოზული საფრთხე“) მესამემდე („შესაძლო საფრთხე“) დაწია. 

25 ნოემბრიდან მოძრაობა 69-იდან 35 მიწისქვეშა სადგურში აღდგა. უსაფრთხოებას დაცვის ორასი თანამშრომელი ადევნებს თვალყურს. 

იმავე დღეს ბრიუსელში მუშაობა განაახლეს საბავშვო ბაღებმა, სკოლებმა და უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა.

ბრიუსელის რეგიონში საფრთხის დონემ 20–21 ნოემბრის ღამეს მესამე დონიდან მეოთხემდე აიწია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ბელგიაში პარიზის მსგავსი ტერაქტების შესაძლო განხორციელების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0