ბატუტზე მხტომელმა საქართველოდან რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა
ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანიის მსოფლიო ჩემპიონატზე გოლოვინა შეჯიბრების ფინალში გავიდა და ბრაზილიის ოლიმპიადის საგზური დაიმსახურა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოდან დანიის მსოფლიო ჩემპიონატზე წარგზავნილმა ბატუტზე მხტომელმა ლიუბა გოლოვინამ 2016 წლის რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზური აიღო. 

დანიის მსოფლიო ჩემპიონატზე გოლოვინა შეჯიბრების ფინალში გავიდა და ამით ბრაზილიის ოლიმპიადის საგზური დაიმსახურა. 

გოლოვინამ ფინალში 48.595 ქულა მოაგროვა და მერვე ადგილზე გავიდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩინელმა ლი დანმა დაიმსახურა 56.600 ქულით. 

ლიუბა გოლოვინასთვის ბრაზილიის ოლიმპიადა მესამე იქნება. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე მან მე–6 ადგილი დაიკავა, ხოლო 2012 წელს ლონდონში — მე–7. 


ყველა ახალი ამბავი
0