საქართველოში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს

გამოწერა
ერთ–ერთი დაკავებულის, 23 წლის ჯამბულ აბდულაევის სახლში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, ხელყუმბარა და ავტომატი აღმოაჩინეს.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ნასაკირალში (გურია) ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს, — იტყობინება ქართული მედია.

Ситуация в Сирии - Sputnik საქართველო
უსაფრთხოების სამსახური: სირიაში საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება

ერთ–ერთი დაკავებულის, 23 წლის ჯამბულ აბდულაევის სახლში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, ხელყუმბარა და ავტომატი აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, აბუდალაევის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი არ ჰქონია.

მედიის ინფორმაციით, ოთხი ეჭვმიტანილის დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, თუმცა საქმის დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავეს.

მანამდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ინფორმაციით, „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების მიზნით საქართველოდან სირიაში 50 ადამიანი გაემგზავრა.


ყველა ახალი ამბავი
0