ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიმძლეოსნობა
მძლეოსნობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები, რომელსაც ერთი ვერცხლი მედალი აქვს, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ნაკრებთა ათეულში შევიდა.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მძლეოსანმა ლაშა ტალახაძემ (+105) ჰიუსტონში მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 ტალახაძემ მთლიანობაში 454 კგ (207 ატაცში და 247 — კვრაში) აწია. შეჯიბრების გამარჯვებული ახალი მსოფლიო რეკორდით (475 კგ) რუსი ალექსეი ლოვჩევი გახდა. ბრინჯაო ესტონელმა მარტ სეიმმა (438) მიიღო.
 ამავე წონით კატეგორიაში საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი თურმანიძემ მე-12 ადგილი დაიკავა, მან ჯამში 422 კგ აწია.
 ჰიუსტონის მსოფლიო ჩემპიონატი ზოგადგუნდურ ჩათვლაში ჩინელმა მძლეოსნებმა მოიგეს. მათ ანგარიშზე 6 ოქროს და 4 ვერცხლის მედალია. მეორე ადგილზე რუსეთის ნაკრები გავიდა  — 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 — ბრინჯაო. მესამე ადგილი ყაზახეთის გუნდმა დაიკავა, რომელმაც ორი ოქროს, ორი ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიგო.
 საქართველოს ნაკრები, რომელსაც ერთი ვერცხლის მედალი აქვს, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ნაკრებთა ათეულში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0