საქართველო ინგუში ისტორიკოსებისათვის თავის არქივებს გახსნის

© photo: Sputnik / Александр Поляков / გადასვლა მედიაბანკშისოფელ ეტიკალის კოშკები
სოფელ ეტიკალის კოშკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მდიდარ სამუზეუმო არქივებში ბევრი დოკუმენტური ცნობა ინახება ისტორიულ მოვლენებზე, რომელიც ინგუშ ხალხს ეხება, იტყობინება ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკის მეთაურის პრეს-სამსახური.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ისტორიკოსებს ინგუშეთიდან შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ დოკუმენტები ინგუში ხალხის ისტორიიდან, რომელიც საქართველოს არქივებში ინახება, იტყობინება ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკის მეთაურის პრეს-სამსახური. 

„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ ინგუშეთის პრეზიდენტთან იუნუს-ბეკ ევკუროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში ინგუში ისტორიკოსებისათვის ყველა არქივს გახსნიან“, — ნათქვამია ინფორმაციაში. 

საქართველოს მდიდარ სამუზეუმო არქივებში ბევრი დოკუმენტური ცნობა ინახება ისტორიულ მოვლენებზე, რომელიც ინგუშ ხალხს ეხება. 

„ურთიერთობები ინგუშ და ქართველ ხალხს შორის ყოველთვის მეგობრული იყო. ჯერ კიდევ ჩვენს წინაპრებს ძლიერი ძმური ურთიერთობები ჰქონდათ და ყოველთვის ეხმარებოდნენ ერთმანეთს“, — აღნიშნა ევკუროვმა. 


ყველა ახალი ამბავი
0