თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ვიდეოხიდი მოსკოვი-თბილისი თემაზე: „საერთაშორისო ტერორიზმი. საფრთხე „დიდი კავკასიის“ რეგიონისათვის“, შედგება თბილისში, საერთაშორისო პრეს-ცენტრში „რია ნოვოსტი“ ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე.
4 დეკემბერს საქართველოში უშიშროების საბჭოს სხდომა იგეგმება, რომელზეც განიხილავენ საერთაშორისო ტერორიზმის მხრიდან შესაძლო საფრთხეებს. დაგეგმილი სხდომა პასუხია ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელებული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ორგანიზაციის ვიდეოჩანაწერის, რომელშიც ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე ჯიხადისაკენ მოუწოდებენ.
ექსპერტთა შეფასებით, „ისლამური სახელმწიფოს რიგებში დღეისათვის 7-დან 10 ათასამდე პოსტსაბჭოთა სივრცის ყოფილი მოქალაქე იბრძვის, საქართველოს სამი რეგიონალური დაჯგუფებიდან წასული 400-მდე კაცის ჩათვლით. „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე ლიდერი პანკისის ხეობიდანაა გასული.
რამდენად მოწყვლადია საქართველო და რეგიონის სხვა ქვეყნები ტერორისტული საფრთხის წინაშე? რამდენად მაღალია სიტუაციის დესტაბილიზაციის და რელიგიური ექსტრემიზმის გავრცელების საფრთხე? რა ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი „დიდი კავკასიის“ რეგიონში ტერორისტული საფრთხის მინიმალიზაციისათვის? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ექსპერტები გასცემენ.
მონაწილეები მოსკოვში:
— ჟურნალ „ეროვნული სტრატეგიის პრობლემების“ მთავარი რედაქტორი აჟდარ კურტოვი.
— რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ურალ-ვოლგისპირეთის შესწავლის ცენტრის ექსპერტი ანდრეი არეშევი.
მონაწილეები თბილისში:
— რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი;
— კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დირექტორი შოთა აფხაიძე;
— პოლიტიკურ მეცნიერებატა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია;
რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.
ტელეფონები: 224 46 77; 555 90 89 77.